თელავის ისტორია
თელავი- უძველესი ქალაქი კახეთში, ერთ დროს დედაქალაქი, ,,კახეთის ფილტვი'' ასე ღწერდა ვაჟა-ფშაველა მას. თელავი - კახეთის სიამახეა.
ალექსანდრე ორბელიანის ''თელავი" პირველი მონოგრაფიული ნაშრომია ამ ძველსა და მეტად კოლორიტულ ქალაქზე, კახთმეფეთა სატახტოდ რომ დამკვიდრდა. დიდია მისი წყაროთმცოდნეობითი მნიშვნელობა, მაგრამ ჟანრობრივი თავისებურება კიდევ მრავალმხრივ საგულისხმოს ხდის მკითხველის თვალში.
ძირძველი ქართული ქალაქ თელავის შესახებ ფრიადმნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდიან ქართული მატიანეები, მაგრამ სპეციალური ნაშრომი ამ ქალაქზე, ჩანს, ალექსანდრე ორბელიანზე ადრე არავის დაუწერია. ალ. ორბელიანს თელავის გორებზე ყველაზე ხნისთხოვან ციხე-გალავნად მიაჩნია ,,...მეტად ძველია და არა აქვს სათოფეები დატანებული. ეს ამას აცხადებს მშვილდ-ისრობის დროისაა''. აქვე მითითებული აქვს, რომ ,,პირველი გალავანი, რომ ვთქვი,იმ გალავანში არის ძველი ეკლესია წმინდა გიორგისა''...
თელავია მაღალს ადგილზედ პატარა ქალაქი, გაშლილი ქვიშიან, წვრილ ქვიანს და ვაკეზედ საშუალის შენობით მოფენილი თავის ეკლესიებით, თავის ქუჩა -ბაზრებით და ყოველი სავაჭრო მიმოისყიდება თელავის მცხოვრებსა და გარემო კახელებზე.
თელავის შენობას დიდრონი ყვავილები და ხეები ჰფარავს, შიგა შიგ ამოსულები. თელავი მეტად მდიდარია საუცხოვო წყაროებით, სხვადასხვა ადგილებშიგამომდინარე
და ჰაერი უკეთესი აღარ უნდა ინატროს ადამიანმა, როგორც თელავისა, ასე გასინჯეთ, რაც უნდა ავდარი მოვიდეს, არც აგრე რიგად ტალახი იცის. ჩემის აზრით, კარგი გასაძლისი ადგილია თელავი, თუ ერთი პატარა მდინარე წინ ჩამოუდიოდეს თევზით სავსე. ამ ხსენებულს ქალაქს, წინ უდგას ჩრდილოეთის მხრისაკენ ოთხი გალავანი ქვიტკირისა თავის ბურჯებით, მაგრამ ზოგიერთი კედლები ჩამოქცეულია თვინიერ მეფეთა მესამე გალავნისა, რომლისაცა შემდგომად ითქმის იმ გალავნის ამბავი.

სიმაგრესა. თავად ყორჩიბაშიანთ მეორე გალავანშია კვალად ძველი ეკლესია ღვთაება უცვალებელისა. მეფეთ მესამე გალავანში აღმოსავალ ჩრდილოეთის გალავნის კუთხესთან არის ეკლესია კარის ღვთისმშობლისა, მეფის ირაკლის მეორის აშენებული -ალექსანდრე ორბელიანი.
თელავი
კახეთის ქალაქებს შორის ერთ-ერთი უძველესია თელავი.ქალაქის სახელწოდება ეტიმოლოგიურად უნდა უკავშირდებოდეს ხე-მცენარე თელას, რომელიც ამ რეგიონისათვის საკმაოდ დამახასიათებელ სახეობას წარმოადგენს. თელავის ტერიტორიაზე პირველი დასახლება გვიანდელ ბრინჯაოს ხანაში განვითარდა,ხოლო გვიან ანტიკურ ხანაში მას ბერძენი გეოგრაფი პტოლემე კლავიდიოსის(II საუკუნე) ,,გეოგრაფიაში'' ,,Telada'' ფორმით. ერეკლეს მეფობის პერიოდში სამეფოში განვითარდა მრეწველობა და კულტურა,1758 წელს თელავში დაარსდა საფილოსოფოსო-საღვთისმეტყველო სკოლა,რომელიც 1782 წელს სემინარიად გადაკეთდა.მეფემ ირგვლივ შემოკრიბა იმ პერიოდისათვის ცნობილი განათლებისა და კულტურის მოღვაწენი(დავითდა გაიოზ რექტორები,ფილიპე ყაითმაზაშვილი და მრავალი სხვა). თელავი და მისი შემოგარენი მდიდარია ისტორიული ძეგლებით. ,,გორის ჯვარი''.ციხე-სიმაგრის ტერიტორიის ფართობი საკმაოდიდია. ,,ბატონის ციხე''.მე-17-18 საუკუნეებში აქ აქ მოთავსებულიყო კახეთის მეფეთა რეზიდენცია. აბანო გვიანფეოდალური პერიოდის აბანოების სისტემაზეა მოწყობილი.მისი კედლები მოხატული ყოფილა.აბანოს შენობებიდან დღეს მხოლოდ ნაწილია შემორჩენილი:აუზი, იატაკის ქვეშ არსებული ღუმელი და რამდენიმე სათავსო.გვირაბი, როგორც ჩანს, საიდუმლო გასასვლელს და ნაგებობასთან დამაკავშირებელი გზის ფუნქციას ასრულებდა. ,,ბატონის ციხის''კომპლექსი იმ სახით, რომელიც დღევანდლამდეა მოღწეული, ორი ეტაპის მშენებლობას წარმოადგენს. I ეტაპზე აგებულია:სასახლე, I კარის ეკლესია, აღმოსავლეთის ალაყაფის კარი და აბანო. II ეტაპზე გალავანი და დასავლეთის ალაყაფის კარი.
თელავის ისტორიული ძეგლებიდან აღსანიშნავია ვახვახიშვილებისა და ყორჩიბაშიშვილების ციხეები.
პირველი აგებულია 1743 წელს ბაზიერთუხუცესის ზაალ ვახვახიშვილის მიერ.ამჟამად შემორჩენილია ციხის მხოლოდ კუთხის ბურჯები და კედლის ნაწილი.ვახვახიშვილების სახელთანაა დაკავშირებული მარანიც,რომელიც ამჟამად სასტუმრო "კახეთის" სადეგუსტაციო მიწისქვეშა დარბაზს წარმოადგენს. ყორჩიბაშიშვილების სასახლე მდებარეობს ე.წ. ღვთაების ბორცვზე,აგებულია მე-17 საუკუნეში,შემორჩენილია რამდენიმე ბურჯი და სამხრეთის კედლის ფრაგმენტი. "ზუზუმბოს გორა " მდებარეობს ქალაქის უკიდურეს დასავლეთ ნაწილში,წარმოადგენს უვალურ ბორცვს და დასახლებული ჩანს გვიანბრინჯაოს ხანიდან. "ძველი გალავანი" თელავის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მჭიდროდ დასახლებული უბანია;მოქცეულია მაწანწრისა და თელავის ხევებს შორის,მოიცავს "ყადორის ბორცვს" და მის სამხრეტით მდებარე ტერიტორიას ცივ-გომბორის მთის კალთებამდე.არქეოლოგიური გათხრის შედეგად გაირკვა, რომ იგი ინტენსიურად ყოფილა დასახლებული შუა საუკუნეებში.მის დასავლეთ ნაწილში დღესაც არის შემორჩენილი X-XIსს.ციხე-გალავნის ნაშთი და XVI-XVIIIსს. ეკლესია. "ღვთაების ბორცვი"ერთ-ერთი უძველესი ნამოსახლარი ბორცვია,რომელიც "ყადორის ბორცვისაგან " გამოყოფილია გვიან წარმოქმნილი თელავის ხევით.აქ აღმოჩნდა რკინის ხანის რკინის ისრისპირების განძი და შუაფეოდალური ხანის სამარხები.ამ შემაღლებაზე დგას V-VIსს. ღვთისმშობლის სახელზე აშენებული დღესაც მოქმედი ეკლესია და გვიანფეოდალური ხანის თავად ყორჩიბაშიშვილების ციხე-სიმაგრის ნანგრევები.
"აჩინებული" ქალაქის განაპირა უბანია ჩრდილო-დასავლეთით,აქ აღმოჩნდა ადრეფეოდალური ხანის სამაროვნის ნაშთი.
"ფიქრის გორა " და "ნადიკვარი" ქალაქის ჩამკეტი უბანია აღმოსავლეთის მხრიდან.გზის მშენებლობის დროს აქ თავი იჩინა შუაფეოდალური ხანის სამარხეულმა ნაშთმა. "ფიქრის გორაზე" შემორჩენილია XVIII ს. ციხე-სიმაგრის ნანგრევები,რომელიც თავად ვახვახიშვილებს ეკუთვნოდათ. "ბატონის ციხე" ქალაქის ცენტრალურ უბანს წარმოადგენს. XVII-XVIII სს. აქ აშენდა კახეთის მეფეთა სასახლის კომპლექსი და იგი ქალაქის საქმიან ცენტრად იქცა. ძირითადად ქალაქის ამ უბნებში მოპოვებული არქეოლოგიური მასალისა და ხუროთმოძღვრული ძეგლების შესწავლის საფუძველზე გახდა შესაძლებელი ქალაქის ისტორიის დადგენა. თელავში უძველესი ნამოსახლარი აღმოჩნდა ზუზუმბოს გორაზე.იგი წარმოადგენს ბუნებრივად შემაღლებულსა და ოვალურად მოყვანილ ზეგანს,რომელსაც სამი მხრიდან ფლატე ნაპირი აქვს,ხოლო მეოთხე მხარე ხელოვნური თხრილითაა გამოყოფილი.აქ აღმოჩენილ ნივთებს შორის საყურადღებოა:რკინისმასრაგახსნილი შუბის პირი,ბრინჯაოს რგოლები, რკინის სამაჯურები, ცალყურა ქოთანი, ჯამის ნატეხები და სხვა.ზუზუმბოს გორაზე ამ მასალის შემცველ კულტურულფენას ზედ ადევს შუაფეოდალური ხანის ნამოსახლარი ფენები,რაც ხშირად გვხვდება კახეთის ძეგლების შესწავლის დროს. თელავი, არაბული სახელწოდებით "თებლა" , მოხსენებულია Xს-ის არაბი გეოგრაფის ალ-მუყადასის თხზულებაში.მისი გადმოცემით არანში, ბარდავთან შემდეგი ქალაქებია : თბილისი კალა,ხუნანი,შამქორი,განჯაბერდიჯი,შამახია,შარვანი,ბაქო,შაბირანი,ბაბელ,აბვაბი,აბხაზი,კაბალა,შაქქი,მალაზკერდი და თებლა. ძეგლის გამომცემელი კარაულოვი შენიშვნაში განმარტავს, რომ თებლა არის თელავი. ალ-მუყადასის აღწერით თელავი იმ სავაჭრო გზაზე მდებარეობს,რომლითაც ჰუვეიდან (აზერბაიჯანი) შეიძლებოდა მისვლა თბილისამდე,იქედან-თელავამდე,ხოლო თელავიდან შაქამდე და ლაქზანამდე ორი გადასასვლელი იყო.ამავე ავტორის ცობით, თელავი აყვავებული ქალაქია,სადაც მცხოვრებთა უმეტესობა ქრისტიანები არიან. წყაროებში მოხსენებულია "თელავის ბაზარი", რომელიც შედგებოდა სამრიგად ჩამწკრივებული სავაჭრო-სახელოსნო დუქნებისაგან.ბაზარი მდებარეობდა "ბატონის ციხის" დასავლეთ კარიბჭის წინა მოედანზე. ქალაქში იყო ორი აბანო:მეფეთა კარის აბანო,რომელიც "ბატონის ციხის" გალავანს შიგნითაა აშენებული და ქალაქის აბანო,რომელიც მდებარეობს ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში.იგი ერთ სართულიანი შენობაა შვიდი განყოფილებით. ქალაქის ცალკე გამოყოფილი იყო ხელოსანთა უბანი,რომელიც "ძველ გალავანში" მდებარეობდა.ის ადგილი დღესაც ცნობილია "დაბახანების" სახელწოდებით.იქვე,ყადორის ბორცვზე კი გაშენებული იყო სალხინო ბაღები და საამქრო ნაგებობანი.
სიმღერა თელავი
გაზაფხული შენ გამშვენებს
შენ გაზაფხულს უხდები,
განშორებას ვერ ავიტან
შენი ეშხით მოხიბლულმა
ავაჟღერე ნაღარა,-
ჩემი გულის სიჭაბუკევ

ჩემო, ,,ძველო გალავანო''
ობოლ სულის ლამპარო,
ჩემი გულის საფიცარო
ჩემი ყრმობის აკვანო.
,,დაბახნების'' წმინდა წყაროვ
და ,,ზუზუმბოს'' გორებო,-
თქვენი ეშხით დამწვარი ვარ
დევკაცების სწორებო...
,,ნადიკვარი'', გიგოს გორა'',
რვაასი წლის ჭადარი,-ციხე ბატონისეული
აბა,სხვაგან სადარი?
მე თელავი მირჩევნია
ჩემი ეზოს ნაზი სიო
სჯობს სხვის ეზოს ქარს,
ჩემი ოდის კარი მიჯობს
სხვის სამოთხის კარს.
ჩემი შუკა მირჩევნია
ვარდით ფენილ გზას,
ჩემი ღრუბლიანი ცა სჯობს
სხვის ლაჟვარდა ცას.
მე თელავი მირჩევნია
ათას ქალაქს სხვას,
აქ ხომ დიდთა წინაპართა
ნაკვალევი ჩანს.
ნადიკვრის ღამე
ცივგომბორის თავზე ( რევაზ სარალიძე)
მთვარე ღამეს ათევს,
მორცხვად შეფარვია
ღრუბელს ღამენათევს.
თითქოს ჯადოქრობს და
ზეცას ღრუბლებს ახევს
და ნადიკვრის ცაზე
ფანტავს ნახევ-ნახევს.
მთვარეს შუქზეც ცივი
კალთით ნიავს აფენს
და იდუმალ ღამეს
სურნელს მატებს სხვაფერს.
თელავ ქალაქს
ვისთვის სანავარდო ხარ,
ვისთვის სალაღობელი,
ჩემი გულის ფეთქვა ხარ,-
თკბილად საგალობელო.
შენი ფუძის ერთი ყრმა ვარ,
ვხარობ შენი თილისმით,
შენი მიწის ნაჟურსა ვსვამ,
არ გაწუხებ ღვინის სმით.
შენი წყაროს წყალი მასვი,
გული ისე მიამე,
სატანჯველი ყველა სენი
შენს ხელში დავიამე.
ლელო შენით გავიტანე,
მძიმე ვწიე ჭაპანი,
ყველა დარდი მიმსუბუქე,
ვერ ვიყავი ამტანი.
თელავი ჩემი სიამაყეა
,,ძველი გალავნის''საუფლოს იდგა (გიორგი ბერძენიშვილი)
კვირიკე დიდის სამეფო ტახტი..
აქ დავიბადე, ამ ძველ უბანში,
აქვე დავრბოდი ტიტინა ბავშვი.
თელაველობა მარგუნა ბედმა
და არა უსე, შემთხვევით გავხდი.
იქნებ, ზოგისთვის, თელაველობა
არც სიამაყე, არც რამ ვალია?
ვინც ვერ მაღლდება, საკუთარ თავზე,
ეს-უმეცრება თავის ბრალია.
ჩემთვის, თელავი, მარტო ქალაქი,
არც-მარტო ბინა შესაფერია,
თელავი ჩემი სიამაყეა!
პირჯვარსაწერი სალოცავია.
შენს ქუჩებსა და ძველ ბან-აივნებს,
დღეს, სულ სხვა ეშხი რომ მისცემია,
ერეკლეს მადლით მირონცხებულო,
გადაშენება არ გიწერია.
No comments:
Post a Comment