ლიტერატურული თელავი
თელავს მდიდარი ლიტერატურული და საგანმანათლებლო-მწიგნობრული ტრადიციები აქვს.აქ მოღვაწეობდნენ მეფე-პოეტები:არჩილი,დავითი და თეიმურაზ მეორე. მეფე ერეკლე მეორისა და კათოლიკოს ანტონ პირველის მეშვეურობით 1758 წლის ოქტომბერში თელავში დაფუძნდა საფილოსოფოსო-საღვთისმეტყველო სკოლა, რომელსაც სათავეში ჩაუდგა ფილიპე ყაითმაზაშვილი. მისი მოწაფეები დისითეოზ ჩერქეზიშვილი და ანტონ ცაგარელ-ჭყონდიდელი მოძღვართან ერთად აქტიურ ლიტერატურულ-მთარგმნელობით საქმიანობას ეწეოდნენ. აქვე უნდა მოვიხსენიოთ თელაველი მწიგნობრის:თურქესტანიშვილების, თუმანიშვილების,ქობულაშვილების, ხელაშვილების,ონიკაშვილებისა და სხვათა სამწერლო-კალიგრაფიული ღვაწლიც.
1782 წლის 28 მაისს თელავშ გაიხსნა სასულიერო სემინარია,რომელშიც სწავლება "კითხვა-მიგებით" ყოფილა, ხოლო სემინარიელებს უნდა სცოდნოდათ "ურთიერთისადმი ჰაზრნი სტიხით იამბიკურად" გამოთქმა. ამ სასწავლებლის პირველი რექტორის გაიოზის მიერ სემინარიის გახსნის დღეს წარმოთქმულ სიტყვაში ნათქვამია: "ამან (ანტონმა) სრულყოფა სახლი სიბრძნისა საქართველოისა ყოველითა საჭიროთა სწავლულებითა. ამან საუნჯე სწავლისა ამის გაამდიდრა ქმნითა და თარგმნითა წერილითა სიბრძნითა... ჰყო ათინად მამული თვისი".
XIXსაუკუნის პირველ ნახევარში თელავში მკვიდრდება საოჯახო ლიტერატურული შეკრება-საღამოები.ისინი იმართებოდა:ჯორჯაძეების, ანდრონიკაშვილების,ერისთავების, ვახვახიშვილების,ყაზახა- შვილების,ხელაშვილების, მთვარელიშვილების და სხვათა ოჯახებში.
შემოქმედებითი და ბიოგრაფიული ეპიზოდებით თელავთან დაკავშირებული იყო ქართველ რომანტიკოსთა თითქმის მთელი თაობა.ერთ- ეთმა მათგანმა ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანმა დაწერა პუბლიცისტური შრომა "თელავი", რითაც, არსებითად, სათავე დაედო ამ ქალაქის ისტორიის შესწავლას.
თელავში ცხოვრობდნენ და ლიტერატურულ საქმიანობას ეწეოდნენ:ბარბარე ერისთავ-ჯორჯაძისა,რაფიელ ერისთავი,გიორგი ანდრონიკაშვილი და სხვები.
თელავის კულტურულ-ლიტერატურულ ცხოვრებასთან ახლოს იდგნენ:ილია,აკაკი,ალექსანდრე ყაზბეგი და ვაჟა-ფშაველა.მათი შემოქმედებისა და ბიოგრაფიის ცალკეული ეპიზოდები თელავის ლიტერატურის ისტორიას ამშვენებენ.
ცნობილია თელავში გამართული შეხვედრები ილია ჭავჭავაძესთან(1893წლის ივნისი), აკაკი წერეთელთან (1882,1897,1898,1911წწ.), აგრეთვე, ალექსანდრე ყაზბეგის ცხოვრება თელავში და ამ ქალაქის თეატრალურ დაგმებში მონაწილეობა, ვაჟა-ფშაველას სწავლა თელავის სასულიერო სემინარიაში და მისი კავშირი ადგილობრივ ლიტერატურულ ძალებთან.
"ფილტვად აქვს კახეთს თელავიო" - წერდა ვაჟა-ფშაველა. ასე მოხდენილად ამ ქალაქის ისტორიული როლი კახეთის ცხოვრებაში არავის შეუფასებია.
თელავს ბიოგრაფიული და შემოქმედებითი ეპიზოდებით უკავშირდებიან:ვასილ ბარნოვი,დავით კლდიაშვილი,გალაქტიონ ტაბიძე,კონსტანტინე გამსახურდია,იოსებ გრიშაშვილი,გიორგი ლეონიძე...
აღსანიშნავია,რომ თელავში მოწყობილი ერთ-ერთი შხვედრის დროს სახელოვანმა პოეტმა პაელო იაშვილმა კახეთის სატახტო ქალაქს "თავადური თელავი" უწოდა.
შენ გაგიმარჯოს თელავო
წარსულში ბევრჯერ ნათელო (ჟემალ ჯაყელი)
და მაინც გაუთელავო,
კახეთის გულის ნათელო,
შენ გაგიმარჯოს თელავო!
ეშხი, პური და მარილი-
ღმერთმა გიმრავლოს ამიერ,
ბრწყინავ ერეკლეს ხმალივით,
თელავო, მრავალჟამიერ!
ჩემი თელავი
განსაკუთრებით მიყვარს თელავი, (შოთა ზოიძე)
პატარა კახის დიდი მამული,
ზვარი და ზვავი მაქვს უთვალავი,
ვაზი, რომელსაც ვუვლი, მოვუვლი!...
კახეთი მელის გულისფანცქალით,
მეპატიჟება რთველში, მარანში...
ჯამი კახურად თუ არ დავცალე
,,ქართლის ცხოვრებას'' ვეღარ გადავშლი.
ყმაწვილკაცობამ მასთან მატარა,
მელის თელავი, მწყალობს გამჩენი...
ვერ მოვისვენებ ჩემს ორ პატარას
მისი ჩუქურთმა თუ არ ვაჩვენე.
წუხელი ტკბილი სიზმარი ვნახე,
ღვინოს სწურავდა ჩემთვის კახეთი,
ჩემი თელავი-პატარა კახის
მამული- სულის გადასახედი.
მიხმობს თელავი და მისი ზეცა
ჩემს გულში ოქროს ზოდებს ალაგებს,
მიხმობს თელავი- პატარა კახის
დიდი დედა და დედაქალაქი.
ალაზნის ველი
კახეთში უცხო ფერები სუფევს, (ლეილა ბაბდიში-ბაგრატიონი)
განსხვავებული ყველა ფერთაგან,
საოცარია ყოველი კუთხე-'დალოცვილია ჩვენი ქვეყანა.
თელავში, რადგან ცასთან ახლოა,
მზისფერი თითქოს უფრო მეტია-
უფალს თავისი სამოსახლოდან
კალთები უხვად დაუბერტყია.
ალაზნის ველი გაპენტილია,
მარად ჯეჯილობს, ვარდობს კახეთი,
აქ მზედ ამოდის დილით ილია
ყვარლის მთებიდან აღმოსავლეთით.
ჩემი თელავი
არის საწაული, დიდი სასწაული (ეთერ ანაშვილი)
ჩემი პატარა თელავი,
გინახავთ ცისკარზე ჭადრების ტოტებზე
თავმიდეებული და მთვლემარი?
გინახავთ აისი ნადიკვრის გორიდან?
მზე ისე ფრთხილად შლის მზის დალალს,
თითქოს ეშინია არ შეაშლევინოს
ალაზანს მამულზე ფსალმმუნი.
გინახავთ აპრილში ატმების ხანძარით
აკელაპტრებული მკლავებით?
წვიმით დავარცხნილი ძეწნის დაღალებით
ასულის კაკვებით?
გინახავთ იანვრის ტინვიან ღამეში
თავზე ვარსკვლავების ჩიღ-მერდინით?
როდემდე უნდა მაგიჟებდე?
გიმღერდე, კარგო, მერამდენედ?
არის სასწაული, დიდი სასწაუული
გომბორის კალთაში ჩაგორებული
თელავი, ჩემი სიყვარული,
ალაზნის მორევივით დაგუბებული.
თელავის გაზაფხული
აი, ჩამოვედი მშობლიურ თელავში... ( მარი გველესიანი )
გამტყდარა ზამთარი ურჩი!
მიტაცებს სიცოცხლის სურნელის თარებში,
იები, იები ლურჯი !
მოვდივარ, მხვდებიან დამსკდარი კვირტები
ატმები, შინდები, ნუში,
სიმღერა მწადია, ალუბლის ტოტებო,
თქვენს ტრფობას ვერ ვიტან გულში;
პაპა ბეგებება - ვაჟკაცი კახელი
წითელი ღვინით და ხილით,
მთავაზობს ნაზამთრალ ჩირებს და ჩურჩხელას
ბებია- ყველაზე ტკბილი,
ამ სახლში, ამ ბაღში გავფურჩქნე, გავშსალე.
ბავშვობა- ყვავილი ველის,
ცემს პირველ გაზაფხულს თვალი აქ შევავლე,
დღესაც ის სილაღე მელის!
მკერდს უხსნისგაზაფხულს
ზურმუხტის ქალაქი,
აწყმოს და წარსულის ხიდი,
თელავი - ერეკლეს გმირობის ჩაჩქანი
პატარა, ჩემთვის კი - დიდი!
თელავო
თელავო, კახეთის გულო, (თამარ ვაჩნაძე)
ჟამისაგან ვერ დაჩაგრულო,
ზვარაკად აჰა, ეს გული-
შენნით გაზრდილი, ერთგული,
სიყრმიდან ღრმა სიბერემდე
ამ ტრფობით ალმოდებული...
თელავს
მზეს ამოსვლას არ დავაცდი (ნუნუ ძამუკაშვილი)
გარიჟრაჟზე, ადრიან...
ჩამოვირბენ მინდორ-ველებს,
ცვარნამდაყრილს, მადლიანს,
აქ, ამ ლორთქო ბალახებზე
მუმზა რითმებს დაკაზმავს,
ლექს დავუწერ მზის პირველ სხივს,
თურდოსა და ალაზანს,
ჭადარი კი ამბებს ჰყვება;
ო, გასულა, რა დრონი,
ყელს იღერებს ნადიკვარი,
თავს იწონებს ყადორი.
თელავს ახსოვს, კარგად ახსოვს
პოეტნიც და მხატვარნიც,
უმღერდნენ და უმღერიან
გრძნობას მზემდე ატანილს.
გული, სული, ღცება შენთან
და უშენოდ ვივლი სააად?
მინდა მქონდეს ნეტარება
მუდამ შენი ხილვისა.
სიმღერა თელავზე
თუ კი გავხედავ ერთხელაც (იოსებ ლონგაშვილი)
ღმერთის დახატულ თელავს,
ძღვა სიხარული ამ გულში
სევდას დაუწყებს თელვას.
რომ დავინახავ მის თავზე
ხმამოჟღმურტულე მერხლევს
სულში ეკლებსა ვძირკვავ და
ვარდებს ვუთოხნი ფესვებს
თუკი გავხედავ ერთხელაც
ნადიკვარს, კოხტა ედემს,
ჩემთვის ბუნება ერთ ლამაზ
სიმღერას გაიმეტებს.
ერეკლეს ძეგლს გავხედავ,
თაფლი მეღვრება გულში,
ოცნების გემით დავცურავ,
ზღვადქცეულ სიხარულში.
გიგოს გორას რომ გავხედავ
ნაფიქრი სწყდება ტუჩებს
დავარქმევ ოქროს ბილიკებს,
მისკენ მიმავალ ქუჩებს.
როცა ვუყურებ ზუზუმბოს,
თაიგულს ვუმზერ თითქოს
და ჩემი ლექსის მერანი
მისკენ გაქროლას ფიქრობს,
როცა ვუყურებ შორიდან
ერეკლეს წალკოტს, თელავს,
გული მზის ნემსით და ძაფით
სულ ახალ ლექსებს კერავს.
მუზავ, ნუ მოშლი ნურასდროს,
თელავზე ლექსის წერას, -
ღმერთო, ათას წელს ნუ მომწყვეტ
თელავის გულს და კერას.
თელავის აღმართებს
ვერა, ვერსად გავექცევი (მანანა შიოშვილი)
მე თელავის აღმართებს.
ამ თილისმის ქამანდებით
დავუყვები დაღმართებს.
სიყვარულის გზა-ბილიკებს
ავყვები და დავყვები,
ყვავილების ხალიჩაზე
მრჩება ნაფერთალები.
თელავი
სად დაჯირითობს წარსულის რაში (ნუნუ მატარაძე)
და იქსოვება სევდის ძღაპარი,-
ჩვენი ბავშვობა და სიჭაბუკე
ჩვენი სიბერეც აი, აქ არი...
მხატვრის ხილვაში შემონახული
თელავი გვავსებს და ძლიერ გვტკივა,
კვირიკე მეფის ნატერფალებზე
ყველა თაობა მუხლმოყრით მივა.
ისევ წარსულით ავივსოთ თასი,
ისევ სიმღერას გავუხსნათ კარი,
ჩემი სიცოცხლის დიდი საწყისი
არის თელავი და ნადიკვარი.
თელავი და თელაველები
სად დაჯირითობს წარსულის რაში (ეთერ მაისურაძე-კვეზერელი)
და იქსოვება სევდის ზღაპარი,
ჩემი ბავშვობა და სიჭაბუკე,
ჩვენი სიბერეც აი, აქ არი.
ბაგრატოვანთა სისხლის ყივილი
დღესაც აბორგებს თელავურ მოდგმას,
რაც გვირწმუნია, რაც გყვარებია,
რაც დავხარჯულვართ, იქიდან მოგვდგამს.
მხატვრის ხილვაში შემონახული
ტელავი გვავსებს და ძლიერ გვტკივა
კვირიკე მეფის ნატერფალები
ყველა თაობა მუხლმოყრით მოვა.
ნიჭი დათმენის, ნიჭი საქვეყნო,
ნიჭი ერთურთის ჭირში გატანის
გული რომ გვერჩის სხვათა სამოყვროდ
და სამეგობროს ჭერში ატანის
ნუმც ჩაგქრობოდეთ გულის ბუხარი
და ნაღვერდალი ყველას იმედად,
ჩენ მოვინდომოთ, თორემ ბუნებამ
წყალობა უხვად გამოიმეტა.
ისევ წარსულით აივსო თასი
ისევ სიღერას გავუხსნათ კარი,
რადგან სიცოცხლის დიდი საწყისი,
არის თელავი და ნადიკვარი.
ჩემი თელავი
დახარხარებენ, (ზინა სოლომნიშვილი)
დაღმუიან
ცაზე ღრუბლები,
მზეს ყველგან,
ყველგან
სიცილი და
მოაქვს სალამი...
ბალახობს მიწა,
საქართველოს
ჩემი თელავი
უჭირავს, როგორც
გაპენტილი იასამანი...
თელავის განთიადი
მიყვარს თოვლის ფიფქის (მანანა შიოშვილი)
უნაზესი ცვენა,
ბარდნის უკვე სულში
ეს ოხერი სევდა,
და თოვლივით ნელა,
სიყვარულიც დნება,
კი არ ქრება, რჩება
ლამაზ მოგონებად
ალიონზე ლოცვით
ვხვდები ნათელ ფერთა,
განთიადის სარტყელს
გადაჭიმულს ზეცად.
მერე რა რიგ შვენის
გარიჟრაჟი თელავს,ვარსკვლავების ჯარი
შეუმჩჩნევლად ქრება,
ან გულცივი მთვარე
საით გაქრა ნეტავ?
ამ ფიქრებში აღმართს
მივუყვები ნელა,
ფიფქები კი ნაზად,
ათოვს, ათოვს თელავს.
----- სატახტო ქალაქი-თელავი -----
ReplyDeleteმეფე ერეკლეს, ტანთ ემოსა-ჯაჭვის პერანგი,
მან, გამოზარდა სანაქებო, ბევრი მხედარი,
ისტორიაში ეტალონად ვიცნობთ ყველანი,
ტრადიციული, მენტალური-ჩვენი თელავი...
აქ, ნადიკვარზე შატალო და ცელქი ბავშვობა,
სატახტო ქალაქს არ აკლია-ღვთისგან წყალობა,
წამები, წამებს მისდევდა და წლები გარბოდა,
სადაც წავედი, ეს სახატე-ყველგან გამომყვა.
რაც კი ამ ქვეყნად, თბილი სიტყვა ერთვის პლანეტას,
თელავს შევამკობ და შევმოსავ მადლით განგებას,
ცას ვარსკვლავები შემოვავლოთ, ირგვლივ სარტყელად,
არ დავივიწყოთ: "ჩვენი კახი" როდის გამეფდა!
ჭადრის ფიგურას, უამრავი ტურისტი ეტრფის,
მხოლოდ თელავის მშვენებაა, სიკვდილსაც ებრძვის,
კვლავ, საუკუნოდ ამ კახეთის ნიადაგს ეკვრის,
გახდე უკვდავი - "ტიტულია", ამ ფრაზას ელტვის.
მეფე ბატონი, ეგებება მოედნის სტუმრებს,
კავკასიონი, სიამაყით გაჰყურებს ღრუბლებს,
ვერვინ შეაკრთობს, კახელების რისკიან გულებს
და არასოდეს არ შევარცხვენთ წინაპართ სულებს!
ღვინის სამშობლო-საქართველო! ყურძნის მტევნები,
ვაზის ძირი და რთველში ხალხი, დიდი ქვევრები,
ძირძველი ერით, არც ერთ სხვა ერს მე არ ვედრები,
უფალო, ყველა დამილოცე-შენ გევედრები!
P.S. ჩემი სამყაროს დასაწყისი, არის -> თელავი
და ვერ შემიცვლის ვერასოდეს, ამას ვერავინ!!!
AVTORI: "KETI-JERI" 2014 წლის 10 აგვისტო.